საქართველოს გარემოსდაცვით მმართველთა ასოციაციის საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა - 2025 წლის 10 დეკემბერი
2025 წლის 10 დეკემბერს, საქართველოს გარემოსდაცვით მმართველთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, გაიმართა პირველი საინფორმაციო შეხვედრა, გარემოსდაცვით მმართველებთან სხვადასხვა ბიზნეს კომპანიებიდან.
საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა პრეზენტაცია, რომლის მიზანი იყო ასოციაციის შექმნის იდეისა და ძირითადი ამოცანების გაცნობა, წევრთა მოსალოდნელი სარგებლის წარმოჩენა და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის განხილვა.
შეხვედრის მონაწილეებმა გამოხატეს აქტიური მხარდაჭერა და ინტერესი ასოციაციის შექმნის ინიციატივის მიმართ. მათ ხაზი გაუსვეს ასოციაციის შექმნის დროულობასა და მიზანშეწონილობას.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს გარემოსდაცვითი მართვის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე და გააზიარეს საკუთარი იდეები და ხედვები ასოციაციის დანიშნულებასა და ფუნქციებთან დაკავშირებით.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ასოციაციის ამოცანების ეფექტიანი განხორციელება მოითხოვს ბიზნეს სექტორის, ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისა და საჯარო უწყებების ფართო ჩართულობას.
მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ასოციაციის შექმნის პროცესი წარიმართება კოორდინირებულად და შეთანხმებულად. მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ გარემოსდაცვით მმართველთა ასოციაციის შექმნით მნიშვნელოვნად შეეწყობა ხელი ქვეყნის გარემოსდაცვითი მართვის სისტემის განვითარებას საქართველოში.