|

საქართველოს გარემოსდაცვით მმართველთა ასოციაციის საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან

2025 წლის 17 დეკემბერს, საქართველოს გარემოსდაცვით მმართველთა ასოციაციის საინიციატივო ჯგუფი შეხვდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსს, ქალბატონ ელენე ღუბიანურს და უფროსის მოადგილეს, ბატონ არჩილ ადამიას.

შეხვედრის ფარგლებში, საინიციატივო ჯგუფმა სააგენტოს ხელმძღვანელობას გააცნო გარემოსდაცვით მმართველთა ასოციაციის შექმნის ინიციატივა და ამოცანები, რაც ითვალისწინებს გარემოსდაცვით მმართველთა ქსელის შექმნასა და გაძლიერებას, საქართველოს გარემოსდაცვითი მართვის სისტემის გაუმჯობესებას, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის აღსრულებისა და სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას.

ასოციაციის მიზანი აგრეთვე მოიცავს გარემოსდაცვით მმართველთა უწყვეტი განათლებისა და პროფესიული განვითარების მხარდაჭერას.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობამ მოიწონა და მხარდაჭერა გამოუცხადა ინიციატივას და აღნიშნა მისი როლი მიმდინარე გარემოსდაცვითი რეფორმების ფონზე. სააგენტოს უფროსმა, ქალბატონმა ელენე ღუბიანურმა, დაადასტურა პროფესიული სტანდარტების დანერგვა-განხორციელებისა და მმართველთა ქსელის განვითარების მნიშვნელობა გარემოს დაცვის სფეროში და გამოთქვა მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისთვის.

შეხვედრა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს გარემოსდაცვით მმართველთა პროფესიული ქსელის ჩამოყალიბებისა და საჯარო სექტორთან ეფექტიანი თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით