საქართველოს გარემოსდაცვით მმართველთა ასოციაციის საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან
2025 წლის 24 დეკემბერს, საქართველოს გარემოსდაცვით მმართველთა ასოციაციის საინიციატივო ჯგუფი შეხვდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორს, ქალბატონ თამთა დევდარიანს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ნანა დვალი, გარემოსდაცვით მმართველთა კურსის ხელმძღვანელი და თამარ ლომიძე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს გარემოსდაცვითი მმართველის პროფესიის განვითარების, პოპულარიზაციისა და ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებზე და შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე, რომელიც მოიცავს პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და გარემოსდაცვითი განათლების ინიციატივების მხარდაჭერას.
შეხვედრა ქმნის ახალ შესაძლებლობებს გარემოსდაცვითი მმართველობის სისტემის განვითარებისა და სექტორთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.